როგორ დაგეხმაროთ?





ავტორი ამ ნაწარმოებით ცდილობს გამოკვეთოს და სინათლეზე გამოიტანოს ის მანკიერი მხარეები, რომლებსაც დღევანდელი მართმადიდებლური ეკლესია ანაფორის ქვეშ მალავს, თუმცა ბოლომდე დაფარული როდის დარჩენილა რამე და დაკვირვებული თვალი ყველაფერს კარგად ხედავს. რომანის მთავარი გმირი, დანიელიც, ერთი ჩვეულებრივი, ცოდვით დამძიმებული და ტაძარს შეფარებული მღვდელია, რომელიც თითქოს სინანულის გზას დაადგა და ცდილობს, სხვაც ბევრი გადაარჩინოს სატანჯველისაგან, თუმცა ვნებებსა და მოგონებებს ვერაფერს უხერხებს და რჩება რიგით, მოკვდავ, თუმცა გრძნობებით დატანჯულ ადამიანად, რომელიც ეცადა, მაგრამ თავის მოტყუება არ გამოუვიდა. ავტორიც სწორედ ამ, ერთი შეხედვით, დაფარულ, მაგრამ მარტივ საიდუმლოებას ააშკარავებს, რომ რიტუალური აღმსარებლობა და წესების მორჩილება ვერ იხსნის სულს ხორციელი ტვირთისაგან და იგი სულ სხვა გზებით მოიპოვება.