როგორ დაგეხმაროთ?





საბავშვო ილუსტრირებული წიგნი-ნოველა, 72 გვ. წიგნის მიხედვით შექმნილია დათო კიკნაველიძის ანიმაციური ფილმი „ჯინო“, რომელსაც მრავალი საერთაშორისო ჯილდო და პრიზი აქვს მიღებული. მოკლე შინაარსი: გუბის გარშემო, რომელშიც სხვადასხვა არსებები ცხოვრობენ, მშენებლობა იწყება. წყალი თანდათან შრება და გუბის მაცხოვრებლები მისი ცენტრისკენ გადაბარგებას იწყებენ, იქ, სადაც ლელიანით დაფარულ გორაკზე გომბეშო ჯინოს სახლი დგას. ჯინოს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებს და მოახლოებულ მეზობლებს იგერიებს. ის სახლის გარშემო მაღალ ღობეს აშენებს. გუბის მაცხოვრებლები იძულებული ხდებიან ახალი საბინადრო ეძებონ. ღამით, საკუთარ ეზოში გამოკეტილი ჯინო, კინაღამ ხანძრის მსხვერპლი ხდება. მას ყოფილი მეზობლები გადაარჩენენ და თავიანთ ახალ საბინადროში - მშვენიერი ტბის პირას გადაიყვანენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მშვენიერი წალკოტიც საფრთხეშია... ეს ჯინოს ამბავთაგან პირველია, რომელსაც გაგრძელება მოყვება. წიგნს თანდართული აქვს ფილმის პერსონაჟებისა და გარემოს ესკიზები.