როგორ დაგეხმაროთ?
წიგნის შესახებ
„სანამ ტყეში სიკეთე ტრიალებს“ ტურიკო ყურშას, მისი მეგობრებისა და ტყის სხვა ბინადრების ამბებს მოგვითხრობს. აქ შეხვდებით ისეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, რომლებსაც ბავშვები და მოზარდები ხშირად აწყდებიან თანატოლებთან ურთიერთობისას, სკოლაში, ბაღში, ნაცნობ თუ უცხო გარემოში. ამ სიტუაციებში გარკვევისა და მოგვარების ჰუმანური მეთოდებიც აქვეა მოწოდებული ბავშვისთვის საუკეთესოდ მისაღები ფორმით - ამბის ნაწილად. წიგნი სიკეთითა და მისაბაძი მაგალითებით არის გაჯერებული. ეს მაგალითები ბავშვებს ბევრი უნარის გამომუშავებაში და გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება, ამავდროულად კი აქედანვე სწორ ხედვებსა და ფასეულობებს ჩაუნერგავს. კრებულში შესულია 12 ორიგინალური, საავტორო ზღაპარი. ილუსტრირებულია ფერადი, ხელით შესრულებული ნახატებით. გვ. რაოდ.: 135, ქაღალდი: 170 გრ „ცარცი“ (თეთრი), ყდა: ლამინირებული რბილი, სქელი (300 გრ), შრიფტი მსხვილი (14).
