როგორ დაგეხმაროთ?




,,სასოწარკვეთილნი და განწირულნი” გულგაცრუებულ ადამიანებზეა. რას ნიშნავს, იყო უიმედოდ, ღვთის რწმენის გარეშე? რას ვაკეთებთ ამ დროს და რამდენად მძიმე დანაშაულის ჩადენა შეგვიძლია, როდესაც ყოველგვარ იმედსა და სიკეთის ჩადენის სურვილს ვკარგავთ? რას მოვიმკით ამ დანაშაულით და ვართ თუ არა მზად, პასუხი მთელი სიმკაცრით ვაგოთ? რამდენად ძლიერმა სიძულვილმა შეიძლება ადამიანი შეიპყროს და რამდენ ხანს შეუძლია იტვირთოს იგი? გაანადგურებს კი ეს სიძულვილი მას და თუ შეძლებს საბოლოოდ ამ გრძნობის ჩახშობას? რა შედეგი მოაქვს ძალადობას, ღმერთისა და ადამიანის უარყოფას? რა მოაქვს დაცემას? ან რა მიზეზით ვეცემით? წიგნი ადამიანურ ყოფას ეხება, იმას, თუ რისთვის ვარსებობთ, რისთვის აქვს აზრი სიცოცხლის გაგრძელებას. როგორი ღრმა განცდებია დამალული ნებისმიერის ქვეცნობიერში, რამდენად აქვს ბოროტებას გადგმული ფესვი ჩვენს გულსა და სულში. ყოველივე დამალული ცხადი ხდება, ყველაფერი რაც ზედაპირულია, ქრება და საბოლოოდ ქმედებად იქცევა…