როგორ დაგეხმაროთ?
წიგნის შესახებ
„ტურიკო ყურშას ამბები“ არის თანამედროვე ქართველი ავტორის მიერ შექმნილი საბავშვო ზღაპრების კრებული, რომლის მთავარი გმირი დიდყურება პატარა ტურაა. ყურშა კეთილი, მეგობრული, მხიარული ლეკვია, უყვარს თავისი მეგობრები და ყოველთვის მზად არის, გასაჭირში ჩავარდნილს ხელი გაუწოდოს; პატარაა, მაგრამ მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ყველა ამბავი მორგებულია თანამედროვე ბავშვების რეალობასა და საჭიროებებს. არის სახალისო, აღმზრდელობითი და თერაპიული ზემოქმედების; პატარებს ასწავლის ყველაფერს მთავარს და ღირებულს, უნერგავს საუკეთესო თვისებებს, უვითარებს ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. კრებული 12 ზღაპარს აერთიანებს. ილუსტრირებულია ფერადი, ხელით შესრულებული ნახატებით. გვ. რაოდ.: 92, ქაღალდი: 170 გრ „ცარცი“ (თეთრი), ყდა: ლამინირებული რბილი, სქელი (300 გრ), შრიფტი მსხვილი (14), ადვილად გარჩევადი
